თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრემიერმა არტურ მიქვაბიამ აკრძალული თურქული პროდუქციის სია გაასაჯაროვა. აკრძალვა ეხება ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა : თევზის ყველა სახეობა, კარტოფილი, ხახვი, კომბოსტო, კიტრი, პომიდორი, ციტრუსები, ყურძენი, ნესვი, ვაშლი, მსხალი, ბალი, ატამი, ქლიავი.
ამ პროდუქტებზე აკრძალვა, ძალაში 2016 წლის 1 მარტიდან იქნება. ამასთან, ცალკე აღინიშნა, რომ აფხაზეთში პირადი მოხმარებისთვის შემოტანილ პროდუქტებს აკრძალვა არ ეხებათ.
ამავდროულად, მიქვაბიამ ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, თურქული არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვაც დაამტკიცა.
თურქულ კომპანიებს ასევე აეკრძალათ აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამის მხარდაჭერით სარგებლობა. მანამდე თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ თურქული სეინერების არენდაზეც თქვა უარი.
რუსეთის ანალოგიური სანქციების დაწესების გადაწყვეტილება ე.წ. აფხაზეთის მთავრობამ იანვრის დასაწყისში მიიღო. მას შემდეგ, რაც აფხაზეთს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ეწვია.
ამასთან აღინიშნა, რომ რუსეთის შემდეგ თურქეთი აფხაზეთის სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე პოზიციაზე იმყოფება. თურქეთთან თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სავაჭრო ბრუნვა 32 მილიონ დოლარს აღემატება.