როგორ გამოიყურებოდა საქართველოს საზღვრები 700, 350 თუ 87 წლის წინ ? ესპანური კომპანია „GeaCron“-ს საინტერესო პროექტის წყალობით, მსოფლიოს ყველა ქვეყნის და შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ნახონ, თუ როგორ იცვლებოდა მათი ქვეყნის საზღვრები საუკუნეების თუ წლების განმავლობაში.
„GeaCron“-ი ისტორიულ კვლევებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელთაც ახალი გეოგრაფიული პროექტი შექმნეს. ეს მსოფლიოს პოლიტიკური რუკა გახლავთ, სადაც ქრ. შ-მდე 2500 წლით დაწყებული დღემდე ნებისმიერი ტერიტორიის რუკის ხილვა შეიძლება.
რუკა კომპანიის საიტზეა წარმოდგენილი. წლების საძიებელში -3500 ჩაწერისას თქვენ მიიღებთ 3500 წლის წინანდელ რუკას (ეს მეთოდი კარგია ქრ. შ-მდე არსებული რუკების მოსაძებნად), ხოლო თუკი პირდაპირ სასურველი თარიღით( მაგალითად 1994 წლის რუკა) მოძებნა გსურთ, მაშინ საძიებელში სასურველ წელს წერთ.
საიტის ინტერფეისი 7 ენოვანია: ინგლისური, ესპანური, ფრანგული, პორტუგალიური, ჩინური, იტალიური და გერმანული. საიტს შესაბამისი აპლიკაციებიც გააჩნია და მისი გადმოწერა ანდროიდის თუ სმარტფონების მომხმარებელსაც შეუძლია.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved