მძღოლის მიერ სხვისი მართვის მოწმობით სარგებლობის მიზნით პოლიციისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება 150 ლარით დაჯარიმდება.
"ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსში" ცვლილებები შედის.
აღნიშნულთან დაკავშირებით პროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ სხვისი მართვის მოწმობით სარგებლობის მიზნით პოლიციისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების პრაქტიკა საკმაოდ ხშირია, თუმცა ამ ქმედებისათვის შესაბამისი სახდელი გათვალისწინებული არ იყო.
ამჟამად ადმინისტრაციული წესით – 150 ლარით დასჯადია მძღოლის მიერ ადრე დაკარგული ან დაზიანებული და მის სანაცვლოდ გაცემულ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობებით ერთდროულად სარგებლობა, ასევე გაუქმებული მართვის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა.
150 ლარით ჯარიმდება პირი, რომელიც მართვის მოწმობის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების შესახებ უფლებამოსილ ორგანოს სანაცვლო მართვის მოწმობის მიღების მიზნით, ცრუ ინფორმაციას მიაწვდის.