"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი და "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, ნათია შარაშენიძე საკრებულოს დატოვებას აპირებს.
თავად ნათია შარაშენიძე ამ ეტაპზე არ ადასტურებს ჩვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ ამ საკითხზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.
"ჯერ არ ვიცი, ჯერ ძალიან ადრეა ამაზე საუბარი. როგორც ჩემი პარტია გადაწყვეტს და როგორც პარტიის ლიდერი იტყვის ისე მოვიქცევი. მე ვარ დეპუტატი და ვაგრძელებ მუშაობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ძალიან ადრეა რაღაცეებზე საუბარი და აქედან გამომდინარე მხოლოდ ერთი რამ მინდა გითხრათ, რაც ნამდვილია – ნათია შარაშენიძე საკრებულოს დეპუტატად რჩება და ისევ აქტიურად იქნება ჩართული პოლიტიკაში", _ აღნიშნა შარაშენიძემ.