ცნობილია, რომ გერმანელი ფეხბურთელი, მსოფლიოს ჩემპიონი ბასტიან შვაინშტაიგერი და სერბი ჩოგბურთელი ანა ივანოვიჩი ერთად არიან.
რომანის შესახებ დიდი ხანია ინფორმირებულია ევროპული მედია, სულ ახლახან კი სერბულმა ყვითელმა პრესამ ახალი ცნობები გამოაქვეყნა: ბასტიანი კერძო თვითმფრინავით ბელგრადში იყო სტუმრად და ჟურნალისტების მტკიცებით, ანას მშობლებს შეხვდა.
შეყვარებული წყვილი მაქსიმალურად ასაიდუმლოებდა ბასტიანის სერბეთში ვიზიტს, თუმცა, პაპარაცებმა ბასტიანი და ანა ერთ-ერთი რესტორნიდან გამოსვლის მომენტში მაინც გამოიჭირეს.
მართალია ვარსკვლავური წყვილი გასულ წელს, უიმბლდონის ტურნირის წინ ოფიციალურად დაინიშნა, მაგრამ ქორწილის სავარაუდო თარიღზე საუბარი ჯერ არ ყოფილა.
სერბული მას–მედიის მტკიცებით, ანასა და ბასტიანის მომავალი ქორწილის დღე უახლოეს მომავალში გამოცხადდება.