https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

    “ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც…” _ ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სკოლის დირექტორი, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

9:04; 5.04.2012
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

სკოლის დირექტორი, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით  გაათავისუფლეს

4 აპრილს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა თოხაძე, სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. "ვერაფერს ვერ გეტყვით", "სამწუხაროდ, მივიღეთ გადაწყვეტილება და შეუწყდა უფლებამოსილება", "არ ვიცით, რის საფუძველზე", "სამწუხაროდ, მოხდა ცუდი ფაქტი" _ ასე ბუნდოვნად საუბრობდა სამეურვეო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ამავე სკოლის პედაგოგი ნარი მექვაბიშვილი.

დირექტორის გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად, მელექედურის საჯარო სკოლაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის შესვლა და მის მიერ მოკვლეული მტკიცებულებები გახდა. თუმცა, სოფელში სხვა ვერსიები სახელდება. სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ხინთიბიძე, რომელიც ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელია, სკოლის დირექტორის გათავისუფლების მიზეზად, ნათელა თოხაძის ოპოზიციურ განწყობას ასახელებს. "გურია ნიუსს" სოფელშიც არა ერთმა ადამიანმა უთხრა, რომ მელექედურის საჯარო სკოლაში გენერალური ინსპექცია საჩივრის საფუძველზე შევიდა.

აღნიშნულ სკოლაში, "გურია ნიუსს" დილიდანვე შეკრებილი მოსწავლეების მშობლები დახვდნენ. ისინი თავიანთ აზრს აფიქსირებდნენ ამ ფაქტთან დაკავშირებით, აშკარა უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ და მიიჩნევდნენ, რომ დირექტორის გათავისუფლება უსამართლოდ ხდება.

ჩვენთან საუბარში მელექედურის საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ნონა ვაშაყმაძე აღნიშნავს, რომ ნათელა თოხაძე არჩეული დირექტორი იყო. აქედან გამომდინარე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლება არ ჰქონდა, სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე გაეთავისუფლებინა.

_ გუშინ მოვიდა მომართვა სამინისტროდან სკოლის სამეურვეო საბჭოს სახელზე, რომ მიეღოთ გადაწყვეტილება, დირექტორის ნათელა თოხაძისთვის ვადამდე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, _ ამბობს ვაშაყმაძე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომა დახურული იყო. ჩვენი დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ჟურნალისტებს სხდომაზე დასწრების უფლება არ მოგვცეს.

სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა ექვსი წევრითაა განსაზღვრული, თუმცა, იმდღევანდელ სხდომას მხოლოდ 5 წევრი ესწრებოდა _ თავმჯდომარე მამია თოხაძე, მდივანი ნარი მექვაბიშვილი, წევრები: მამუკა ლომინაძე, მაია ღლონტი, ნატო კოსტავა. აღსანიშნავია, რომ ნათელა თოხაძის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ მამია თოხაძემ ხმა არ მისცა.

სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმში ვკითხულობთ: "სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ მამია თოხაძემ განმარტა, რომ სხდომას ესწრება სამეურვეო საბჭოს ხუთი წევრი და იგი უფლებამოსილია დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის გადასაწყვეტად.

სამეურვეო საბჭოს წევრებმა იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის საჯარო სკოლის დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხზე და დაადგინეს, რომ მელექედურის საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ ნათელა თოხაძეს ვადამდე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება.

გადაწყვეტილებას სამეურვეო საბჭოს ოთხი წევრი აწერს ხელს".

ელისო ბენდელიანი, მშობელი: _ რატომ გახდა ეს სკოლა ასე სალაპარაკო, არ ვიცით. ერთადერთი ნათელი წერტილია მელექედურში. ვინ ჩაუსაფრდა სკოლას ასე, რომ უნდათ, ბოლო მოუღონ? ჩვენ, სკოლისმოსწავლეთა მშობლები ქალბატონ ნათელას გვერდით დავდგებით.

მელექედურის საჯარო სკოლის უკვე ყოფილი დირექტორი ნათელა თოხაძე "გურია ნიუსთან" მისი გათავისუფლების მიზეზებზე საუბრობს.

_19 -21 მარტის ჩათვლით, ჩვენს სკოლაში გენერალური ინსპექცია იყო შემოსული. აინტერესებდათ სტრუქტურული ერთეულების მუშაობა, წაიღეს სამეურვეო საბჭოს ოქმები. რასაც ითხოვდნენ, ყველა საბუთი, მივაწოდეთ. ვერ ვნახეთ მხოლოდ ორი დოკუმენტი. დასკვნაში წერია, რომ სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმებში არ არის დაფიქსირებული კენჭისყრის შედეგები. ასევე, ოთხ მასწავლებელს არასწორი კვალიფიკაციით ეძლევა ხელფასი და ეს ნამდვილად ჩემი დანაშაულია. ასევე წერია ის, რომ სამი ბავშვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ იყო პირად საქმეში.

_ ქალბატონო ნათელა, თქვენი აზრით, შეიძლებოდა თუ არა ყოფილიყო ეს ფაქტები თქვენი გათავისუფლების საფუძველი?

_ ჩემი აზრით, ამ ფაქტებით არ უნდა დამდგარიყო ჩემი გათავისუფლების საკითხი. განცდა მაქვს, რომ ჩემს შემთხვევაში არ მოხდა სამართლიანი გათავისუფლება.

_ ქალბატონო ნათელა, მაშინ რა იყო მიზეზი?

_ მიმაჩნია, რომ ამ სოფლის ყოფილ და ახლანდელ რწმუნებულს არ მოსწონთ ეს სკოლა, დირექტორი…

_ დააკონკრეტეთ თუ შეიძლება.

_ არ მოსწონთ დირექტორი იმიტომ, რომ ვერ აძლევენ დირექტივებს. მე ყოველთვის ვიღებდი აბსოლუტურად დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, მათ გარეშე! ახლანდელი გამგებელი წინა გამგებლის ლენა ქადეიშვილის, ნომენკლატურაა. ეს ქალბატონი ჩემთან პიროვნულ დაპირისპირებაშია, დადის ყველგან და ამბობს, სკოლა არის ოპოზიცია და დირექტორი ოპოზიციურად განწყობილიო. ამ დროს, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს სფეროში და ვემსახურებით იმ საქმეს, რასაც მომავალი თაობის აღზრდა ჰქვია. ჩვენ გვაქვს ჩვენი საქმე.

_ თქვენი აზრით, ჰქონდა თუ არა ლენა ქადეიშვილს იმის საფუძველი, რომ თქვენთვის ოპოზიციურად განწყობილი ეწოდებინა?

_ არანაირად არ ჰქონდა!

_ არსებობს კი რაიმე სერიოზული საფუძველი, რომ თქვენ ხართ ოპოზიციურად განწყობილი?

_ აბსოლუტურად, არაფერი.

_ არ მოითხოვეთ მტკიცებულება?

_ არა. არ მაინტერესებს.

_ როცა თქვენ გადანაშაულებენ იმაში, რომ ხართ ოპოზიციურად განწყობილი, შესაძლოა, ამის გამო, სკოლასაც პრობლემები შეუქმნან?

_ მე მაქვს ინფორმაცია, რომ ქალბატონმა ქადეიშვილმა და სოფლის რწმუნებულმა გაგა ცხომელიძემ უთხრეს მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომ მელექედურის სკოლა არის ოპოზიცია, თუმცა ამას ოფიციალურად არავინ დაადასტურებს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის რწმუნებული გაგა ცხომელიძე საჯარო სკოლაში შეკრებილმა მშობლებმა და პედაგოგების ნაწილმა, ამ ფაქტთან დაკავშირებით, უყურადღებობაში დაადანაშაულეს: _ ასეთი რამ ხდება სოფელში და ის აქ არ დგას, ამბავიც არ უკითხავს, _ აღშფოთებას ვერ მალავდნენ ისინი.

"გურია ნიუსი" სოფლის რწმუნებულს გაგა ცხომელიძეს ტელეფონით დაუკავშირდა. მას ვკითხეთ იყო თუ არა საქმის კურსში, რაც სოფლის სკოლაში ხდებოდა. მან აღნიშნა, რომ უამრავი საქმე აქვს და სკოლაში მისასვლელად არ სცალია (?!). რამდენიმე საათის შემდეგ, ცხომელიძე სკოლაში სპეციალისტთან ერთად მოვიდა.

_ არ არის ჩემი გასარკვევი, რომელი პედაგოგია ოპოზიციურად განწყობილი და რომელი _ არა, _ გვეუბნება ცხომელიძე.

_ მშობლები, პედაგოგები, თავად ქალბატონი ნათელა გადანაშაულებთ იმაში, რომ ინფორმაციას აგროვებდით ე.წ. "ოპოზიციონერთა" შესახებ და აწვდიდით მუნიციპალიტეტის გამგეობას. ამ სიაში მოხვდა სკოლის დირექტორიც.

_ არსებობს ამის საფუძველი? ჩემთვის ყველა არის ერთი _ პოზიცია და ოპოზიცია. მე არ ვერევი ასეთ საქმეებში. მე ვარ სოფლის რწმუნებული და ვინც მოდის ჩემთან საქმეზე, პირნათლად ვასრულებ ჩემს მოვალეობას.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის ყოფილი რწმუნებული ლენა ქადეიშვილი მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებს:

_ ნათელა თოხაძეს დირექტორის თანამდებობაზე რეკომენდაცია მე მივეცი. წლებმა აჩვენა, რომ ეს შეცდომა იყო. როგორც საგნის სპეციალისტი, კარგია. როგორც ხელმძღვანელი კი უჩემოდ შეაფასეს.

ექსპერტი განათლების საკითხებში თამარ მოსიაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ "სამეურვეო საბჭო სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ უმნიშვნელოვანესი რგოლის ქმედუნარიანობა ძალიან დაბალია და სკოლა პოლიტიკური ზეწოლის ქვეშაა. სამწუხაროდ, დღეს სამეურვეო საბჭოსა და სკოლის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა სახელმწიფოს პრიორიტეტი არაა":

_ მელექედურის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო ერთ დღეში წყვეტს საკითხს, რომელიც შესაძლოა, საჭიროებდეს განხილვას და შეფასებას. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, სკოლის დირექტორს შეუძლია, სასამართლოში გაასაჩივროს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება. არიან კი მზად სამეურვეო საბჭოს წევრები, სასამართლოში დაიცვან დირექტორის გათავისუფლების გადაწყვეტილება? ან დარწმუნებულნი არიან გადაწყვეტილების სისწორეში? ეს შემთხვევა ადასტურებს, რომ სკოლა, როგორც სანდო ელექტორატის წყარო, ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ძალაუფლების მქონეთათვის. სწორედ ამიტომაა სკოლის კარი დახურული საზოგადოებისთვის და ძლიერდება მასზე კონტროლი. სანამ საზოგადოება არ მიხვდება, რომ სკოლა განათლების კერაა და იქ პოლიტიკური ვნებათაღელვის ადგილი არაა, შეუძლებელია, სკოლა ჩავთვალოთ დამოუკიდებელ დაწესებულებად. მთავარია, საზოგადოებამ კარგად გაიაზროს, რომ ყველაზე მეტად ამ გაუგებარი პროცესებისგან ბავშვები ზარალდებიან. _ გვითხრა თამარ მოსიაშვილმა.

და ბოლოს _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მელექედურის მაჟორიტარი დეპუტატის ავთო ხინთიბიძე თქმით, სოფლის მცხოვრებთა დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ქალბატონ ნათელას განათლების და მეცნიერების სამინისტროში ვიღაცამ უჩივლა: _ _თუმცა, ამ ინფორმაციას ოფიციალურად არავინ გვიდასტურებს და არ გვეუბნებიან, საჩივარი ვინ დაწერა, მაგრამ რა მიხვედრა უნდა? _ თქვა ხინთიბიძემ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ტატა ხვედელიანი: „ოცნებამ“ საკუთარი ძალადობრივი ქმედებებით დაიმსახურა ეს ყველაფერი

16:10; 21 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

რატომ შესთავაზეს მოქალაქეებს დოკუმენტების ჩანაცვლება და მოაბრუნეს თუ არა მოქალაქეები საზღვრიდან

13:20; 21 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ორივე შემთხვევაში პასუხისმგებლობას გავიზიარებ

17:26; 20 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

კახა კალაძე: „ნამახვანჰესის“ მსგავსი პროექტებისადმი დაპირისპირება ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯებია

14:56; 20 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

კახა კალაძე სოციალურად დაუცველთა სიების გადამოწმების შესახებ: პანდემიის შემდეგ ბაზა არ გაჯანსაღებულა

14:45; 20 თებერვალი, 2026

კონტროლის პალატა მოგელაძის თანამშრომლების ვინაობას და ხელფასებს ასაიდუმლოებს

ბიძინა ივანიშვილი: "მიტუა შენ თუ ასე გააგრძელე, შენ საკითხს პარტიის კრებაზე დავსვამთ!"

ყველა სიახლე

სამართალი

“ეს რა ვნახე”- მძიმე ავარიის დეტალები

18:36; 21.02.2026
კულტურა

დათა თავაძე: მოვყვებით, აუცილებლად მოვყვებით ასეთ მსახიობებზე!

18:29; 21.02.2026
ზაფრანი

ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ზოდიაქოს ნიშნები

18:16; 21.02.2026
საზოგადოება

რას ამბობს ნიკო კვარაცხელიას საქმის სულხან თამაზაშვილი, რომელიც თბილისის პოლიციის უფროსი იყო

17:41; 21.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა

17:17; 21.02.2026
სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

17:06; 21.02.2026
სამართალი

ივანე გოგლიძეს, რომელსაც ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის წარმოება-გასაღებაში ედება ბრალი, პატიმრობა შეეფარდა

16:59; 21.02.2026
საზოგადოება

ქუთაისის ცენტრში, მუზეუმის მიმდებარედ, შენობის  ე.წ. კარნიზიდან ქვები ჩამოცვივდა

16:50; 21.02.2026
მსოფლიო

აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

16:44; 21.02.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

16:35; 21.02.2026
პოლიტიკა

ტატა ხვედელიანი: „ოცნებამ“ საკუთარი ძალადობრივი ქმედებებით დაიმსახურა ეს ყველაფერი

16:10; 21.02.2026
სამართალი

“61 600 ლარს მოტყუებით დაეუფლა”- პროკურატურა

15:15; 21.02.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ორი იშვიათი წყვილი

13:28; 21.02.2026
პოლიტიკა

რატომ შესთავაზეს მოქალაქეებს დოკუმენტების ჩანაცვლება და მოაბრუნეს თუ არა მოქალაქეები საზღვრიდან

13:20; 21.02.2026
სპორტი

რაგბისტი გოგოები გურიიდან ხორვატიასთან მატჩის მოლოდინში

12:59; 21.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო