ოთარი ხვინგია, ოზურგეთი:
_ ბეგლარი სიორიძეა ხომ ჩვენი დეპუტატი? კი ვარ კმაყოფილი, რასაც ვხედავ, ნამეტარი კმაყოფილი ვარ, გააკეთა ოზურგეთი.
ვანო ლომაძე, ოზურგეთი:
_ არ ვიცი, რა გითხრათ! კმაყოფილი როგორ არ უნდა იყო _ ყველაფერი კეთდება ამ ქვეყანაში! ასეთ შეკითხვებს არ უნდა სვამდეთ _ რა კეთდება საერთოდ?! ჩვენ ისეთი მაჟორიტარი გვყავს, რომ სადაც მისთვის საჭიროა, იქ კარგადაა… მაინც ყოჩაღი მაჟორიტარია, სხვებს ჯობია.
იზოლდა ჩხარტიშვილი, ოზურგეთი:
_ არც კარგს ვიტყვი და არც _ ცუდს. ჩემთვის სულერთია, ვინ იქნება _ ჩემი ოჯახისთვის რა მნიშვნელობა აქვს მაგას? ყველა უმუშევარია, მარტო ვმუშაობ და ბაზარში ვარ დღე და ღამე. იმდენი პრობლემა გვაქვს, მეშინია, თავი არ ჩამოვიხრჩო, იმდენი ვალი გვაქვს ბანკში. სხვას რომ თავი დავანებოთ, ბავშვებს ჭამა ხომ უნდათ?!
ომარ ინწკირველი, ოზურგეთი:
_ მაჟორიტარი დეპუტატი რომელია ჩვენი? კვაჭანტირაძის საქმიანობა? არა!
გიორგი ჩოხადაროვი, ოზურგეთი:
_ კი ვარ კმაყოფილი _ ყველგან ყველაფერი კეთდება.
მიხეილ სიხარულიძე, ჩოხატაური:
_ რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ _ მეუღლე მყავდა ავად და დამეხმარა. მადლობელი და კმაყოფილი ვარ.
გიორგი ჩხარტიშვილი, ლანჩხუთი:
_ კი, კმაყოფილი ვარ.
ლალი ხუხუნაიშვილი, ლანჩხუთი:
_ კმაყოფილი ვარ, რადგან საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს.
ზაურ ჩხაიძე, ლანჩხუთი:
_ კმაყოფილი ვარ ნამდვილად.
იური გიორგაძე, ჩოხატაური:
_ კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ჩვენ სოფელში ყველაზე მეტი საქმე მან გააკეთა _ სკოლა შენდება, ბაღი აგვიშენა, შიდა გზები მოწესრიგდა და რასაც ვთხოვთ, აკეთებს.
გულივერ თოფურია, ლანჩხუთი:
_ რა თქმა უნდა. პატიოსანი და კარგი ადამიანია.
ელგუჯა კალანდაძე, ჩოხატაური:
_ თემურ ჭკუასელი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.
ლალი გიორგაძე, ჩოხატაური:
_ ნამდვილად არ ვარ კმაყოფილი, არც მაჟორიტარის, არც გამგეობის და არავის. სოციალურად დაუცველი ვარ და არ მახსოვს ერთი თეთრით დამხმარებოდნენ. ესეთი მთავრობაა მოსული.