დიდთოვლობამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალაქების პარალიზება გამოიწვია. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მოყინული გზების, თოვლით დაფარული ასაფრენი ბილიკებისა და ლიანდაგების გამო საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ავია რეისები, ასევე სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია.
როგორც ცნობილია, უამინდობის გამო საჯარო და სასწავლო დაწესებულებები ორშაბათსა და სამშაბათს დაკეტილი იქნება.
BBC-ის ცნობით, თოვლის საფარმა ამერიკის 5 შტატში 91 სანტიმეტრს მიაღწია, რის გამოც მოქალაქეები ავტომობილებს თოვლიდან თხრიან და ბილიკები გაჰყავთ.
როგორც ცნობილია, ნიუ იორკის ცენტრალურ პარკში თოვლის საფარმა 27 ინჩს მიაღწია, რაც 1869 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია.