ლაჩხუთის მუნიციპალიტეტში ამ წუთებში გადაუღებლად თოვს. მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში, სადაც თოვა გუშინ საღამოს დაიწყო, თოვლის საფარი 20 სანტიმეტრს აღწევს. ქალაქის ტერიტორიაზე კი ინტესიური თოვა დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო.
ამინდის გაუარესების გამო გამგეობაში ოპერატიულმა შტაბმა მუშაობა განაახლა. როგორც აცხადებენ, მობილიზებულია საჭირო ტექნიკა და ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლების წარმომადგენლებისგან შემოსული ინფორმაციების მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკა ამა თუ იმ სოფელში შესაბამის სამუშაოს შეასრულებს.