ცნობილი ავსტრალიელი მსახიობი რასელ ქროუ მადრიდის "რეალის" გულშემატკივარი ყოფილა და ცოტა ხნის წინ როგორც იქნა, ბავშვობის ოცნება აისრულა.
მამაცი "გლადიატორი" ესპანეთში, "სამეფო გუნდის" ბაზას ეწვია და ჯერ ფეხბურთელებთან გადაიღო სურათი, მერე მათ ვარჯიშს უყურა, ბოლოს კი საჩუქრად მაისურიც მიიღო.
"ყველაზე მეტად კრიშტიანუ რონალდუს გაცნობა მინდოდა, თუმცა პორტუგალიელი ბაზაზე აგვიანებდა. ამის გამო ავნერვიულდი და მაისურის წამოღებასაც არ ვაპირებდი, თუმცა შემდეგ რონალდუ გამოჩნდა და მაისური საზეიმო ვითარებაში გადმომცა," – ბედნიერებისგან გაბრწყინებული საუბრობდა ქროუ.


































































