ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, 39 წლის რონალდო ნაზარიო დე ლიმამ, წონის დაკლების ახალი პროგრამა შეიმუშავა.
2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა საკრივო დარბაზში დაიწყო ვარჯიში და ამას წინათ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში განათავსა განცხადება, რომ სულ მალე რინგზე ფლოიდ მეივეზერს, ახლო წარსულში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო პროფესიონალ მოკრივეს გაუწევს კონკურენციას. მეივეზერმა სპორტული კარიერა გასული წლის 13 სექტემბერს ოფიციალურად დაასრულა.
ზედმეტი წონის პრობლემა რონალდოს საფეხბურთო კარიერის ბოლო წლებშიც აწუხებდა, ამჟამად კი ის ნაკლებად წააგავს იმ ლეგენდარულ ფეხბურთელს, რომელიც შიშის ზარს სცემდა მსოფლიო გრანდებს.































































