"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა, ამჟამად ესპანური "ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა, 40 წლის ჰარი ნევილმა, "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე განათავსა კარიერის განმავლობაში შეგროვილი ცნობილი ფეხბურთელების მაისურების კოლექცია.
ნევილის მტკიცებით, ყველა ეს მაისური არა სახლში, არამედ, სპეციალურ ადგილას ინახება.
სავარაუდოდ, ამის დაკონკრეტება მას იმის გამო მოუწია, რომ მაისურების დასაკუთრების მსურველებმა მისი სახლი არ გატეხონ.
ნევილის კოლექციაში რონალდოს, პაოლო მალდინის, რობერტო ბაჯოს, ერიკ კანტონას, ანდრეი შევჩენკოს, არიელ ორტეგასა და სხვა ვარსკვლავების მაისურები ინახება.
































































