რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყოველწლიური პრესკონფერენცია გამართა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTER ავრცელებს.
როგორც ლავროვმა განაცხადა, რუსეთი არ დაუშვებს, რომ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გამო დასავლეთმა დასაჯოს.
მან ასევე თქვა, რომ რუსეთი ამერიკასა და ევროპასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზადაა, თუ ისინი მის შიდა საქმეებში არ ჩაერევიან.
"ჩვენ მზად ვართ დასავლელ პარტნიორებთან, მათ შორის ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ თანასწორი და ურთიერთ სასარგებლო ურთიერთობის საფუძველზე, რაც ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩარევის შესაძლებლობას არ იძლევა,"_განაცხადა ლავროვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების რაკეტსაწინააღდეგო მისია და რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს მიახლოება დესტაბილიზაცია და არაშორსმჭვრეტელობაა.































































