ამ წუთებში "გურია ნიუსს" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურიდან დაუკავშირდნენ და დახმარება თხოვეს. დაბა ლაითურში მცხოვრები ნოდარ სურმანიძის ინფორმაციით, თამაზ გოდორაძის სოციალურად დაუცველ ოჯახს თბილისში, საავადმყოფოში 9 თვის ბავში გარდაეცვალა.
სურმანიძის განცხადებით, " ოჯახს გარდაცვლილი ბავშვის ცხედარის რეანომობილით გადაყვანაზე უარი იმ მოტივით უთხრეს, რომ დიდთოვლობის გამო, რეანომობილი ვერ შეძლებდა ლაითურამდე ჩასვლას. ოჯახი იძულებული გახდა კერძო პირის ავტომობილი დაექირავებინა."
სურმანიძისვე ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი ოჯახი ვერ ახერხებს მგზავრობის საფასურის, 550 ლარის გადახდას.
" იქნება თქვენი საშუალებით მაინც მოხერხდეს მათი დახმარება. არც სამეზობლოში არ შეგროვდება ამხელა თანხა."- ამბობს ოჯახის ახლობელი.
დაბა ლაითურში გამგებლის წარმომადგენლის ემზარ ბერიძის თქმით, "მუნიციპალიტეტის გამგეობის პროგრამა დახმარებას ამ კუთხით არ ითვალისწინებს, ამ თანხის მოგროვება სამეზობლოში, ჩვენი დახმარებით უნდა შევძლოთ. შესაძლოა, მოგვიანებით ოჯახს გამგეობამ გაუწიოს დახმარება,"-აღნიშნა ბერიძემ ჩვენთან საუბრისას.
"გურია ნიუსი" ამ წუთებში ცდილობს, გარდაცვლილის ოჯახის წევრების კომენტარი მოიპოვოს.