" გურია ნიუსს" ცოტა ხნის წინ დაბა ლაითურიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ლაითურში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი ოჯახი თბილისიდან 9 თვის გარდაცვლილი ჩვილის გადმოსასვენებლად საჭირო თანხას ვერ აგროვებდა. ჩვენ დაუკავშირდით დაბა ლაითურში ოზურგეთის გამგებლის წარმომადგენელს.
დაბა ლაითურში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ემზარ ბერიძის განცხადებით, "ბავშვი ჩამოასვენეს სამარშრუტო ტაქსით და არა სახელმწიფოს კუთვნილი რეანომობილით, ამიტომ დაჯდა დიდი თანხა გადმოსვენება თბილისიდან. ვწუხვარ და თანავუგრძნობ ოჯახს, ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, ფული შეაგროვეს მეზობლებმა, მეც აუცილებლად ვაპირებ ფულადი დახმარების გაწევას. ყველაზე მთავარია ის, რომ თანხა უკვე გადაუხადეს ავტომობილის მძღოლს და ბავშვი სახლშია გადასვენებული.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ამ ოჯახს, კანონის ფარგლებში, აუცილებლად დაეხმარება. რაც შეეხება დიდთოვლობას, გზა გაწმენდილია და ამ მხრივ პრობლემები არ შეექმნებათ".
ჩვენ ვცადეთ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრებთან დაკავშირება, თუმცა ისინი ამ დრომდე სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.