დიდთოვლობამ პრობლემები შეუქმნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს. ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია სოფელ შრომასა და კონჭკათში, სადაც გზის გაწმენდა ვერ მოხერხდა:
_ შრომაში და კონჭკათში ძალიან დიდი თოვლია და პრობლემაც მეტია. გუშინ ორჯერ გაიწმინდა გზა, თუმცა, ჩვენი ტექნიკით ვერ მოვერიეთ.
ახლა "მუხლუხა" ტრაქტორი შეგვყავს და დღის პირველ ნახევარში ორივე სოფლის გზა გაწმენდილი იქნება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
მისივე თქმით, ამ დროის მონაცემებით, ელექტროენერგია არ მიეწოდება 6 სოფელს:
_ შრომაში, ძიმითში, კონჭკათში, ნაგომარში და ბაილეთში "ენერგო პრო ჯორჯიას" ბრიგადები ამ წუთებშიც მუშაობენ, _ გვითხრა ჭანუყვაძემ.