სააღმზრდელო დაწესებულებებში გრიპის შემთხვევების მატებაზე პრევენციული ზომების მიღებასთან დაკავშირებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
გრიპის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, თბილისის სააღმზრდელო დაწესებულებებში ააიპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ყოველდღიური მონიტორინგი ხორციელდება.
"იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბაგა-ბაღში ბავშვების საერთო რაოდენობის 20%-ზე მეტის გრიპით ავადობა დაფიქსირდება, სააგენტო იმოქმედებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, კერძოდ, იმისათვის, რომ შემცირდეს კონტაქტი ინფიცირებულ ბავშვებთან, მიმართავს პრევენციულ ღონისძიებებს და მინიმუმ სამი სამუშაო დღით შეაჩერებს სააღმზრდელო პროცესს",_ აღნიშნულია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.