ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ლაითურში გოდორაძეებს მცირეწლოვანის თბილისიდან გადმოსვენების ხარჯებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა დაუფარავს. ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთს მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე ავრცელებს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
" ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას მომხდარი ფაქტის გამო. ჩვენამდე ინფორმაცია დაგვიანებით მოვიდა. მუნიციპალიტეტი მსგავსი ტიპის განცხადებებს რეაგირების გარეშე არ ტოვებს. ამიტომ ჩამოსვენების ხარჯებს მთლიანად დავფარავთ" – თქვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved