ჩოხატაურის სამედიცინო დაწესებულებებში გრიპის სიპტომებით მიმართვიანობამ იმატა.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნატო ჯიბუტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ღორის გრიპის შემთხვევა არ დაფიქსირებულა:
_ ღორის გრიპს ლაბორატორიულად სჭირდება დადასტურება და ამ დროის მონაცემით მსგავსი დასკვნა ჩვენთან არ მოსულა.
ზოგადად კი, გრიპის სიპტომებით მიმართვიანობა მომატებულია, როგორც სტაციონარში, ასევე ოჯახის ექიმებთან, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჯიბუტმა.