ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს რამდენიმე საათია ბუნებრივი არის მიწოდება შეწყვეტილი აქვს.
1700 აბონენტი გაზის გარეშეა დარჩენილი.
_ თქვენ მაინც დაგვეხმარეთ. მიაწვდინეთ ხელისუფლებას ხმა, რომ ვიყინებით. გათბობა გაზზე გვაქვს. აღარ ვიცით ვის მივმართოთ და რა უნდა ვქნათ. ყინვაში გათბობის გარეშე დაგვტოვეს, _ ამ შინაარსის კომენტარებით "გურია ნიუსს" ათობით მკითხველი უკავშირდება.
"სოკარ გაზის" ჩოხატაურის ოფისის ხელმძღვანელის გია სიხარულიძის თქმით, დაზიანებულ ადგილს უკვე მიაგნეს და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს:
_ მთელ ჩოხატაურს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი. გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ტექნიკოსებმა უკვე მიაგნეს დაზიანებულ ადგილს და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, _ გვითხრა სიხარულიძემ, რომელიც ვარაუდობს, რომ ჩოხატაურს ბუნებრივი აირის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგება.