ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების გაწმენდა ამ წუთებში მიმდინაროებს. მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით ქალაქის ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა და უკვე გაწმენდილია ქუჩების დიდი ნაწილი.
_ ცენტრალური მაგისტრალი გაწმენდილია და შიდა გზების წმენდა მიმდინარეობს აცანაში, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ.
რაც შეეხება ელექტროენერგიის საკითხს, ურუშაძის ინფორმაციით, „ენერგო პრო ჯორჯიას“ ბრიგადები დაზიანებულ ადგილებზე მუშაობენ და დღის ბოლომდე ყველა სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.