დიდთოვლობის გამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სამი სახლის სახურავი ჩამოინგრა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაბა ურეკში, გოგუაძეების ათსულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლის სახურავი თოვლმა მთლიანად ჩამოუნგრია.
გოგუაძეები დროებით მეზობელთან ცხოვრობენ. ადგილზე იმყოფებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოჩა აბაშმაძე სპეციალისტებთან ერთად.
მძიმე მდგომარეობაა სოფელ შრომაშიც _ უხვი ნალექის გამო თამარ აბულაძისა და მერაბ დარჩიას საცხოვრებელ სახლებს სახურავი ჩამოეშალა. ადგილზეა სოფელში გამგებლის წარმომადგენელი მაყვალა დარჩია.
დარჩიას განცხადებით აბულაძეები ამ დროისთვის დედაქალაქში იმყოფებიან.
სპეციალური კომისია ზარალის დათვლას შეუდგა.