საჭირო მასალა: ერთი კურდღელი, 1,5 კგ მწიფე პომიდორი ან მაღალი ხარისხის ტომატ-პასტა, 300 გრამი ხახვი, ცოტა ნიორი, ნედლი მწვანილეული: ქინძი, ოხრახუში, კამა, ცერეცო, მარილი და წიწაკა გემოვნებით.
გარეცხილ-გასუფთავებული კურდღელი ზომიერ ნაწილებად დავჭრათ და ჩავყაროთ ქვაბში. იშუშოს, სანამ წყალი არ შეაშრება. მერე ჩავამატოთ ცხიმი (კარგია, თუ ღორის უმარილო ქონში ჩავხრაკავთ, თავისებურ არომატი ეძლევა. თუ არადა, იხმარეთ კარგი ხარისხის ზეთი). დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მოვხრაკოთ. კვლავ თანდათან დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილეული და დავასხათ გაფცქვნილი და დაჭყლეტილი პომიდორი ან ორი სადილის კოვზი ტომატ-პასტა. კვლავ ითუშოს დაბალ ცეცხლზე. შემდეგ დავამატოთ სამი ჩაის ჭიქა ანადუღარი წყალი და 5 წუთი ვადუღოთ. ბოლოს მოვაყაროთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.