საჭირო მასალა: 4-5 თავი საშუალო ზომის კომში; ჩვეულებრივად კარგად შეზავებული ღორის ხორცის ფარში, საჭირო რაოდენობით.
მომზადების წესი: კომში მოვხარშოთ ნახევრად. შემდეგ შუაზე გავჭრათ დაუზიანებლად. ამოვუღოთ გული და შიგ ჩავტენოთ ფარში, ზემოდან თხლად დავასხათ კარგად ათქვეფილი გოგლიმოგლი. შევდგათ საშუალო სიმხურვალის აირღუმელში. საათნახევრის შემდეგ მზად იქნება. გამოვიღოთ, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ცერეცო და ბროწეული. სუფრასთან მივიტანოთ თბილ მდგომარეობაში.