ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის ინფორმაციით დიდთოვლობამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 18 ოჯახი დააზარალა:
_ 18 ოჯახს დაუზიანა თოვლმა სახურავი. ამ წუთებში ვამოწმებთ აქედან რამდენია სოციალურად დაუცველთა ბაზაში.
სპეციალური კომისია ადგილებზე მუშაობს და დასურათებას ახდენს. სრულყოფილ მონაცემებს ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავაგზავნით და მხოლოდ ამის შემდეგ შემეძლება დაზუსტებით იმის თქმა, რა ფორმით შევძლებთ ამ ადამიანების დახმარებას.
დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ხელისუფლება უყურადღებოდ არავის დატოვებს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ზაზა ურუშაძემ.