თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა პაატა ჯაჭვლიანმა თანამდებობა 29 იანვარს დატოვა. მერიაში აცხადებენ, რომ ამჟამად მიმდინარეობს საკადრო გადაადგილებები და პაატა ჯაჭვლიანი პირველი თებერვლიდან მერიის სხვა სტრუქტურაში გადადის.
"ეს არის ჩვეულებრივი უმნიშვნელო გადაადგილებები, რომელსაც მერიაში აქვს ადგილი. რაიმე არსებითი ცვლილება არ არის დაგეგმილი", _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დედაქალაქის მერმა, პაატა ჯაჭვლიანის მიერ თანმდებობის დატოვების ფაქტის შესახებ.
რა პოსტს დაიკავებს ჯაჭვლიანი, მერიაში ჯერ ცნობილი არ არის. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობამდე, მას ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტი ეკავა.