საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია დღეს, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ვალერი ცერცვაძე: “ჩვენ გვაქვს პრეზენტაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საიტის, რომელიც არის თანამედროვე საიტი. რომლის ძირითადი ამოცანაა მაქსიმალურად გამჭვირვალე და მაქსიმალურად ინფორმაციული იყოს საზოგადოებისთვის მასზე განთავსებული ინფორმაცია.
აქვე წარმოადგინეს საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ნდობის სამოქმედო გეგმა. გამოცხადდა პირველი კონკურსი მედიისა და ხელოვნების დარგში – “მოსამართლის ოქროს ჩაქუჩის” ნომინაციაზე, რომელიც მიზნად ისახავს მედიისა და ხელოვნების დარგში მოღვაწე პირების მიერ საქართველოს სასამართლოების მუშაობის გაშუქებას, ასევე მართლმსაჯულების შესახებ საზოგადოების სწორ ინფორმირებას.
კონკურსი დღეს გამოცხადდა და განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 30 ივლისია. შემდეგ კომიტეტის მიერ მოხდება განცხადების განხილვა, ნოემბერში გამოიცემა კრებული, ხოლო “მოსამართის ოქროს ჩაქუჩის”დაჯილდოების ცერემონია წლის ბოლოს, დეკემბერში გაიმართება.
ნამუშევრების შეფასებაში მონაწილეობას მიიღებენ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო,USAID –ის მიერ დაფინანსებული სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი (JILEP)-ი, ადვოკატთა კორპუსი, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები.