10 აპრილს, ოზურგეთში კოალიცია “ქართული ოცნების” ოფისი გაიხსნა, რომლის ხელმძღვანელად კოტე შარაშენიძე ოფიციალურად წარადგინეს. აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” ოზურგეთის ოფისის გახსნას, ეროვნული ფორუმის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე შოთა გოგიბერიძე არ დასწრებია.
_ ბატონო შოთა, რატომ არ იყავით პრეზენტაციაზე?
_ რაღაც მიზეზები მქონდა. მე ვუთხარი მათაც, რომ ვერ დავესწრებოდი, ოჯახური პრობლემების გამო.
_ აქ სხვა ვერსიებზეც საუბრობენ, რომ თქვენ არ მოგწონთ ოფისის ხელმძღვანელი.
_ მაგაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. შეიძლება, კიდეც საუბრობენ, რა ვიცი. თუმცა რეალობაა, რომ ვერ მოვედი. მაქვს უფლება, რომ მომწონდეს ან არ მომწონდეს. ზოგადად, ადამიანებს აქვთ ამის უფლება.
–ანუ არ მოგწონთ და არ მოხვედით?
_ნუ, არ ვიცი რა. შეფასებები თქვენ გააკეთეთ. . . _გვითხრა გოგიბერიძემ.