ოზურგეთში “ქართული ოცნების” ოფისის გახსნას სხვა პარტიებიდან მხოლოდ “ქართული პარტიის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ორი წევრი დაესწრო. გახსნაზე არ იმყოფებოდა ერთ-ერთი აქტიური ოზურგეთელი ოპოზიციონერი ლელა ნაცვალაძე. თუ რატომ არ იყო ის მიწვეული შეხვედრაზე, მისგან ასეთი პასუხი მივიღეთ:
_ ნამდვილად არ ვყოფილვარ მიწვეული, სიმართლე გითხრათ არც ველოდებოდი. პრეზენტაციაზე როგორც ჩანს პირადი სიმპატიებით მიიწვიეს საზოგადოება, ხოლო რადიკალური ოპოზიციის ადგილი, როგორც სჩანს იქ არ ყოფილა, რადგან არც “სახალხო კრების” ოფისის ხელმძღვანელიც არ მიუწვევიათ. _ გვითხრა ლელა ნაცვალაძემ.