საქართველოს პრეზიდენტი მხარს უჭერს ეროვნული უშიშროების საბჭოს მოთხოვნას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლების შესახებ და ამის მიზეზად განვლილი წლის მანძილზე გართულებულ უსაფრთხოების გარემოს ასახელებს.
"ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნამა წერილით მიმართა შესაბამის უწყებებს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლების თხოვნით. ამის მიზეზი კი განვლილი წლის მანძილზე გართულებული უსაფრთხოების გარემოა" – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო გამოსვლისას.
საქართელოს უსაფრთხოების პრიორიტეტად პრეზიდენტი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ასახელებს.
"ჩვენ გამოვიყნებთ ნატოს ნმიერ მოცემულ ყველა ინსტრუმენტს თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად და გავაძლიერებთ ძალისმხევას საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად," – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.