ამერიკული კულინარიული ჟურნალის Thrillis-ის რეიტინგით, საქართველო ევროპის იმ ქვეყნებს შორის აღმოჩნდა, რომელთაც ყველაზე გემრიელი ნაციონალური სამზარეულო აქვთ.
საქართველო რეიტინგში 48 ქვეყანას შორის, მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა იტალიის, საფრანგეთის და ესპანეთის შემდეგ.
" საქართველო იმყოფებოდა უძველესი, ე.წ. სანელებლების გზის ცენტრში, რომელიც აერთებდა ევროპას ახლო აღმოსავლეთთან და აზიასთან, ამიტომ ამ ქვეყნის სამზარეულო მდიდარია მრავალფეროვანი სანელებლებითა და მწვანილეულით, რაც სხვა რეგიონების სამზარეულოებში არ გვხვდება."-წერს Thrillist.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა კომბინაციებითაა წარმოდგენილი სანებლებისა და მცენარეების ნაზავი.
Thrillist-მა განსაკუთრებით გამოყო ხაჭაპური ( ცომი ყველით), ხინკალი (პელმენების მსგავსი წვნიანი კერძი), ჩახოხბილი(ფრინველის რაგუ) და კუჭმაჭი( შიგნეულის კერძი). გარდა ამისა, ქართულ სუფრაზე ყოველთვის უხვადაა ყველი, ტყემალი, წიწაკა და მწვანილი.
Thrillist, როგორც ცნობილია, სამზარეულოს, სასმელების, გართობისა და მოგზაურობის შესახებ წერს.