ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი პარლამენტარ გოგი თოფაძი გუშინდელ გამონათქვამ ეხმაურება და ამბობს, რომ "კონკრეტული ავადმყოფობის მიმართ ასეთი გამონათქვამები და დამოკიდებულება “ქართული ოცნებისთვის” მიუღებელია, თუმცა ამავდროულად საზოგადოებას სულგრძელობისაკენ მოუწოდებს.
“არაკორექტული გამონათქვამით გოგი თოფაძემ საკუთარი თავი და იმიჯი დააზიანა. კონკრეტული ავადმყოფობის მიმართ ასეთი გამონათქვამები და დამოკიდებულება “ქართული ოცნებისთვის” მიუღებელია.
ბატონ გოგის ბევრი ღირსება გააჩნია და ქვეყნისთვისაც ბევრი აქვს გაკეთებული. ამიტომ, ყველას ვთხოვდი, მასთან მიმართებაში ისეთივე სულგრძელი და კორექტულები იყვნენ, როგორც ამას მისგან მოითხოვენ.” _ განაცხადა ვოლსკიმ გადაცემა 2030-ში საუბრისას.