საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი თოფაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
_ გუშინდელ ჩემს გამოსვლას არაერთგვაროვანი შეფასება მოყვა საზოგადოებაში და ჩემი სიტყვები არასწორედ იყო აღქმული.
მე მხოლოდ მოვახდინე გიორგი მარგველაშვილის სიტყვების ციტირება, რომელიც ჟურნალ „დრო მშვიდობა“-ში სათაურით „ნიჩურტა! – მე ქართველი ვარ“ იქნა გამოქვეყნებული და მივუთითე, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთება ქართველ კაცს არ ეკადრება და იმ შემთხვევაში თუ ბატონი პრეზიდენტი ქართულ საზოგადოებას ამგვარ შეფასებას აძლევს, მაშინ მას ამ ქვეყნის პრეზიდენტობაც არ უნდა ეკადრებინა.
ჩემთვის, როგორც საზოგადოების ნაწილისთვის მარგველაშვილის ამგვარი სიტყვები შეურაცმყოფელია.
არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ მიფიქრია და თუ ჩვენი საზოგადოების ნაწილის მხრიდან ჩემი სიტყვები ამგვარად იყო აღქმული, რათქმაუნდა ამისთვის მათ წინაშე ბოდიშს ვიხდი.
აქვე მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მანაც მოიხადოს საზოგადოების წინაშე ბოდიში იმ სიტყვებისთვის, რომლითაც მან ქართველი ერი შეურაწყო.
ჩემთვის საზოგადოება არის ერთიანი და მის დიფერენციაციას არ ვახდენ.“ _ აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე თემაზე: "შემოაკვდება, შემოეუპატიურება მიშიკოს ვინმე" _ ნაშრომი, რომლის გამოც თოფაძემ პრეზიდენტი გააკრიტიკა