ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და მისმა მეუღლემ, მიშელ ობამამ, გასულ წელს 790 ათასი დოლარი გამოიმუშავეს.
საგულისხმოა, რომ 2014 წელთან შედარებით, ობამებმა ორჯერ ნაკლები გამოიმუშავეს – 2014-ში მათი საერთო შემოსავალი 1,73 მილიონ დოლარს შეადგენდა.
დეკლარაციის თანახმად, ოჯახის წლიური შემოსავლის ნახევარს ბარაკ ობამას ხელფასი შეადგენს, დანარჩენი კი პრეზიდენტის მიერ დაწერილი წიგნების საავტორო უფლებებით გათვალისწინებული თანხაა, რასაც ობამა გაყიდვიდან იღებს.