კათოლიკე მორწმუნეებმა ქრისტეს აღდგომა უკვე იზეიმეს _ ოზურგეთში, წმ. სტეფანის სახელობის ეკლესიაში საზეიმო მესა, გასული კვირის შაბათ საღამოს დაიწყო და კვირას, გამთენიისას დასრულდა.
ამავე ეკლესიის მრევლის მარგო იაჟიანის თქმით, მათ აღდგომის ღამეს კოცონი დაანთეს: _ წითლად შევღებეთ კვერცხები, გამოვაცხვეთ პასკები და ნამცხვრები. უკვე ვიზეიმეთ ქრისტეს აღდგომა და ვართ სადღესასწაულო განწყობაზე. აღდგომის დღესასწაულზე ნათლობაც ჩატარდა, _ გვითხრა მან.
_ პადრე გაბრიელი ამ დღეებში სულ ჩვენთან არის. ყოველ ორშაბათს გვსტუმრობს, ახლა სოფელ შრომაში წავიდა _ კათოლიკე მორწმუნეებმა მიიწვიეს, _ გვითხრეს ოზურგეთელმა კათოლიკეებმა.