ყველაზე საიდუმლოებით მოცული და უცნაური პლანეტა ნიბირუა. ძველი შუმერები, მას მზის სისტემის მე-12 პლანეტად მოიხსენიებდნენ. პლანეტას მკვეთრად გამოწეული, გამობზეკილი ორბიტა აქვს. გარდა ამისა, ის ადამიანებს მხოლოდ 3 600 წელიწადში ერთხელ ეჩვენება. ლეგენდის მიხედვით, ნიბირუზე სახლობენ კოსმოსის "მასწავლებლები", რომლებმაც შექმნეს ადამიანების ცივილიზაცია. მეცნიერები ნიბირუსთან მორიგ "შეხვედრას" 2158 წლისთვის ვარაუდობენ.
ახლახან მეცნიერებმა მზის სისტემაში მეათე პლანეტა აღმოაჩინეს. ის მზისგან ორჯერ უფრო შორს არის, ვიდრე პლუტონი და დედამიწაზე ოთხჯერ უფრო პატარაა. მას ჯერ სახელიც არ აქვს.
დილის ვარსკვლავი – ასე ეძახიან მეორენაირად ვენერას და სიყვარულის ქალღმერთის სახელს ტყუილად არ ატარებს – ის პლანეტებს შორის ყველაზე მშვენიერია. სიკაშკაშით ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავებსაც კი ჯაბნის. გამოასხივებს თანაბარ, თეთრ ნათებას. როგორც მთვარეს, ვენერასაც შეუძლია, ჩანდეს მთლიანად და ნამგლისებურადაც.
მთელ მსოფლიოში მხოლოდ გასულ წელს, კოსმოსურ პროგრამებზე 68 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.
პირველი პატარა ტელესკოპი შექმნა გალილეო გალილეიმ 1609 წელს, რომლის საშუალებითაც უამრავი, შესანიშნავი რამ აღმოაჩინა: პატარა გორაკები მთვარეზე, იუპიტერის თანამგზავრი, ლაქა მზეზე, რამდენიმე ახალი ვარსკვლავი… დღეისთვის ყველაზე დიდი ტელესკოპი კანარის კუნძულებზეა. მისი სარკის დიამეტრია – 10,4 მეტრი. ფართობი კი – 82 კვადრატული მეტრი. ტელესკოპის საზეიმო გახსნას 2009 წელს თავად ესპანეთის მეფე, ხუან კარლოს პირველი ესწრებოდა.