https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ბელადის “ჩიბუხი”

14:02; 6.02.2016
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ყოფილი საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში ქართველ ახალგაზრდებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა სამშობლოს გარეთ უწევდათ. უცხო ქვეყანაში ყოფნა ქართველებისათვის მძიმე გახლდათ. ამის მიუხედავად ჩვენებურები საკუთარ ღირსებას არ კარგავდნენ და სხვადასხვა მოულოდნელ სიტუაციებში აღმოჩენილები, წარმოქმნილ პრობლემებს თავს კარგად ართმევდნენ.

საბჭოთა ჯარში სამხედრო სამსახურის თემა ნებისმიერი ქართული ოჯახისთვის მტკივნეული გახლდათ. ამავდროულად, შინ დაბრუნებული ყოფილი ჯარისკაცები არაერთ სახალისო ისტორიებს ყვებოდნენ.

დღევანდელ წერილში კვლავ ძველ დროში დაგაბრუნებთ და ყოფილი დიადი სამშობლოს შეიარაღებული ძალების სამყაროს გაგახსენებთ.

ცნობილმა ქართველმა მსახიობმა გურამ ფირცხალავამ ჯარში სამსახურის დროს მართლაც გმირობა ჩაიდინა და უკრაინელი მეგობარი დიდი განსაცდელისაგან იხსნა, ყოფილი პარლამენტარმა, მამუკა გაჩეჩილაძემ ქართული საზრიანობა გამოიჩინა და სამხედრო სავალდებულო სამსახური „დიდ გასეირნებად“ აქცია, პოლკოვნიკ ავთო ყენიას კი სამხედრო აკადემიის დამთავრებაში ხელი დიდი სტალინის სახელმა შეუწყო.

გურამ ფირცხალავა

„სამხედრო სამსახური მურმანსკის ოლქში მოვიხადე. ნაწილში „სტარიკები“ დამხვდნენ, ამათგან ერთი ვაჟკაცური გარეგნობის უკრაინელი ჯარისკაცი, გვარად ბონდარი აქტიურობდა. მანამ მდია, სანამ საკადრისი პასუხი არ მიიღო. დარწმუნდა რომ ჩემთან მტრობა არ ღირდა და ბოლოს დავძმაკაცდით.

მალე ამ ჩვენს ბონდარს გათავისუფლების დრო მოუვიდა, მაგრამ აშშ-სა და კუბას შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, საბჭოთა ჯარში დემობილიზაცია ნახევარი წლით შეაჩერეს. ჩემმა უკრაინელმა მეგობარმა დარდის არაყით გაქარვება სცადა და ერთ არასასიამოვნო ისტორიაში გახვეული აღმოჩნდა, რომლის მთავარი მომქმედი „გმირიც“ მე აღვმოჩნდი.

ნაწილში არსებობდა ტანკის პრინციპზე აგებული და ტანკზე უფრო ძლიერი მანქანა „ბატი“. მას ძირითადად გზების დასაგებად ან თოვლისაგან მათ გასაწმენდად იყენებდნენ, რადგან უზარმაზარი, ბრტყელი და განიერი ცხვირი ჰქონდა. „ბატს“ ბონდარი მართავდა.

ერთხელაც, არყით უგონოდ მთვრალმა უკრაინელმა „ბატი“ გაიტაცა და გეზი ფინეთის საზღვრისკენ აიღო. ახლა ვერ გეტყვით, რისი იმედი მქონდა მაშინ, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ მის მობრუნებას შევძლებდი. ნაწილის უფროსობამ „ვილისი“ მომცა და გაქცეულ მეგობარს მთელი სისწრაფით დავედევნე.

მალე დავეწიე, გავუსწარი და მანქანა გზის გარდიგარდმო გავაჩერე. ბონდარმა „ბატი“ ჩემს შორიახლოს გააჩერა და მთხოვა გავცლოდი. როდესაც ჩემგან უარი მიიღო, მოულოდნელად ავტომატი მომიშვირა. ნასვამი იყო და თან გაცოფებული. რა უნდა მექნა? ერთი რამ ვიცოდი – ვერ გავიწეოდი. ახლა ადგილიდან დაძვრა და მისთვის გზის დათმობა ჩემს ძალებს აღემატებოდა.

არ ვიცი, ეს ყველაფერი რამდენ ხანს გრძელდებოდა, სავარაუდოდ – წუთები, მაგრამ ბევრს, ალბათ, მთელი ცხოვრების მანძილზე არ მოუწევს ისეთი მძაფრი განცდის გადატანა, როგორიც მე დროის იმ მცირე მონაკვეთში გადავიტანე.

ჩემმა სიჯიუტემ თუ თავგანწირვამ ბონდარი გატეხა. ავტომატი მიწაზე დაანარცხა, „ბატიდან“ ჩამოხტა, მომიახლოვდა, გადამეხვია და მორჩილი ბავშვივით თავი მხარზე დამადო.

ნაწილში ბონდარის მკაცრად დასჯა გადაწყვიტეს. ისევ აქტიურად ჩავერთე საქმეში. თქვენ წარმოიდგინეთ, ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა ჩემი როლი მომხდარ ინციდენტში და ბონდარი არათუ სასჯელისგან გაათავისუფლეს, ორ კვირაში, შინ გაამგზავრეს კიდეც.“

მამუკა გაჩეჩილაძე

„სამხედრო სამსახური უკრაინაში გავიარე. ჩემთან მსახურობდა ერთი ლვოველი ბიჭი, იური ერქვა, მამამისი „ობკომის“  მდივანი იყო, „ვოლგა“ ემსახურებოდა. მეც დავუძმაკაცდი და მოლხენის მეტს არაფერს ვაკეთებდით.

მამაჩემი პარტიული ფუნქციონერი იყო და ჯგუფები დაჰყავდა სამოგზაუროდ. სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა საქართველოში მსურდა, ამიტომ  სახლში ისეთ წერილებს ვაგზავნიდი, მშობლებს მდუღარე ცრემლი სდიოდათ, ბიჭი გვეღუპება, როგორმე ვუშველოთო. ვწერდი რომ აუტანელი პირობებია, მშიერი ვარ, ფული არა მაქვს, დღედაღამე გვამუშავებენ, ოფიცრები გვჩაგრავენ-მეთქი.

მამას მოზრდილი ჯგუფი ჩეხეთში უნდა წაეყვანა. თან ჩემზე დარდით არის გადარეული. გზად ერთი ღამე კიევის სასტუმროში უნდა გაეთენებინათ. ჩავიდნენ თუ არა კიევში, მაშინვე ჩემკენ გამოქანდა, ჟიტომირში. ნაწილი მოძებნა და ჯარისკაცებს ეკითხება:

– მამუკა გდე, გაჩეჩილაძე, ია ევო ატეც.

ეგ ნაწილში არ იქნებაო – უთხრეს. რას ჰქვია, არ იქნებაო, ცუდად გახდა კაცი.

– ვიდიტე, „ვოლგა“ ნე სტაიტ, – ეუბნებიან.

– კაკაია „ვოლგა“? – ვალიდოლი გადაყლაპა მამაჩემმა.

– ბელაია, – უხსნიან და ქალაქის ბოლოში რესტორნის მისამართი მისცეს, იქ მიაკითხეთო.

ამ დროს ვსხედვართ რესტორანში მეგობრები, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწკეპილები, ღვინით სავსე ჭიქებს ვატრიალებთ და სიმღერა „კარაკუმს“ ვუსმენთ, ძალიან პოპულარული იყო. გავიხედოთ და კარში მამაჩემი არ გამოჩნდა? გახარებულმა გავძახე:

– შალვა პავლოვიჩ, აქეთ, კაკრას მშობლების სადღეგრძელოზე ვართ!

კარგა ხანს მიყურა შორიდან:

– თფუი, შეგირცხვა სინდისი! დედაშენმა შენი წერილების კითხვაზე 20 კილოგრამი დაიკლო, გული ხელით უჭირავს, მე კი ორმოცდაათი კაცი კიევში დავტოვე უპატრონოდ! შვებულება არ აიღო და არ ჩამოხვიდე, თორემ ჩემი ხელით მოგკლავ!

ახლოს არ მოსულა, ერთ-ორი „მამაპაპური“ მომაყოლა, გატრიალდა და წავიდა“.

ავთო ყენია, პოლკოვნიკი

„მოსკოვის სამხედრო აკადემია დავამთავრე. ლექციებს ტოპოგრაფიაში მაიორი მალცევი მიკითხავდა. ძალიან მკაცრი კაცი იყო და, თუ ბოლომდე არ ჩააბარებდი ყველაფერს, ნიშანს არ გაღირსებდა. ამასთან, ძალიან უკარება, მოუსყიდავი ადამიანი იყო და იმის გამო, რომ მის საგანს არ ვსწავლობდი, ამითვალწუნა.

მალცევს ერთი სისუსტე მაინც ჰქონდა – ის სტალინისტი იყო. დიდი ბელადის ხსენებაზე მას ცრემლი მოადგებოდა ხოლმე თვალებზე და ტიროდა. ერთხელ. მორიგი წარუმატებელი ჩათვლის შემდეგ მითხრა:

– სირცხვილი შენ, ყენია, სტალინი ქართველი იყო, შენც მისი თანამემამულე ხარ და მის სახელს არცხვენ. დამეკარგე აქედან, აუცილებლად გაგრიცხავ.

იმაზე დავიწყე ფიქრი, როგორ გამომვმძვრალიყავი ამ სიტუაციიდან. ორდღიანი ფიქრის შემდეგ თბილისში დავრეკე და მამაჩემს ვუთხარი:

– მამა, სასწრაფოდ გამომიგზავნე ჩემი აკვნის შიბაქი და ბაბუას დახეული ჩექმები!

– რად გინდა, ბიჭო, ხომ არ გაგიჟდი! – გაოცდა მამაჩემი.

ერთი სიტყვით, მეორე დღეს შიბაქი და ჩექმები უკვე ჩემთან იყო. მე ისინი ფაქიზად გავახვიე და პირდაპირ მალცევთან მივიჭერი.

ჩემი სტალინისტი ლექტორი მარტო ცხოვრობდა კომუნალურ ბინაში და რომ დამინახა, შეეშინდა, თუმცა მაინც შემიპატიჟა და მითხრა:

– ქრთამს არ ვიღებ და თუკი ასეთ რამეს მკადრებ, მაშინ ათიანზეც რომ ჩამაბარო, მაინც გაგრიცხავ.

– არა, რას ბრძანებთ, რის ქრთამი! უბრალოდ, მე ისეთი ნივთები მაქვს, რომელთა ფლობის უფლება მხოლოდ თქვენ გაქვთ, როგორც უმწიკვლო სტალინელს.

ერთი სიტყვით, მალცევს შარდით გაჟღენთილი შიბაქი და აყროლებული, დაფხრეწილი ჩექმები წინ დავუწყე და ვუთხარი:

– ბაბუაჩემი სტალინს მალავდა ხოლმე და ეს ჩექმები და ჩიბუხი რევოლუციონერ კობას დარჩა ჩვენთან. ბაბუამ მე მაჩუქა ისინი, მე კი მათ თქვენ გჩუქნით, უანგაროდ, ნიშნის მოთხოვნის გარეშე.

ჩემმა სიტყვებმა მალცევი შოკში ჩააგდო. მე ამით ვისარგებლე და მისი ბინიდან წამოვედი.

მეორე დღეს აკადემიაში შიბაქმომარჯვებული და დაფხრეწილ ჩექმებში გამოწყობილი მალცევი შემხვდა. ის ამაყად დააბიჯებდა და შიბაქს აბოლებდა, თან ყველას უხსნიდა, რომ ისინი დიდი ბელადის პირადი ნივთები იყო.

მალცევმა სტალინის ხათრით არ გამრიცხა და სამიანი დამიწერა, შიბაქი ფრთხილად მოქაჩა და მითხრა:

– ისეთი ბედნიერი და ამაყი იყავი, როგორც მე ვარ ახლა.

აი, ასე ამაყობდა სტალინისტი მალცევი ჩემი შიბაქით და ბაბუაჩემის დაფხრეწილი ჩექმებით და რომ არა ისინი, მე სამხედრო აკადემიას ვერ დავამთავრებდი“.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

ყველაზე კარგი და ენერგიული თანამშრომლები   

10:00; 17 თებერვალი, 2026
ზაფრანი

თქვენი ხასიათი სისხლის ჯგუფის მიხედვით   

09:58; 17 თებერვალი, 2026
ზაფრანი

რომელ თვეში დაიბადეთ   

09:54; 17 თებერვალი, 2026
ზაფრანი

რომელი ჯიშის ძაღლი შეგეფერებათ   

09:52; 17 თებერვალი, 2026
ზაფრანი

ფინანსური წარმატება და სასიამოვნო სიახლეები – როგორი იქნება 16-22 თებერვლის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

10:51; 16 თებერვალი, 2026

რა ვითარებაა ამ დროისთვის საავტომობილო გზებზე

კოლორადოელი შერიფის ცეკვამ ინტერნეტი დაიპყრო (ვიდეო)

ყველა სიახლე

საზოგადოება

აფეთქება ოზურგეთში რესტორანთან- რას ამბობენ მომხდარზე ჩოხატაურში

22:31; 17.02.2026
საზოგადოება

Hello Tech გოგოებისთვის

20:27; 17.02.2026
სამართალი

გურიაში აფეთქება მოხდა- რა არის ცნობილი

19:52; 17.02.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:28; 17.02.2026
სამართალი

კონფლიქტი გია ბარამიძესთან, თავდასხმა გოგი თოფაძის შვილიშვილზე და ახალი ბრალდება: შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზება – რა არის ცნობილი ბუსა ჟვანიაზე?

16:44; 17.02.2026
საზოგადოება

სახლი იწვის- რა ვითარებაა ადგილზე

15:00; 17.02.2026
პოლიტიკა

“სპორტის უნივერსიტეტი გააუქმეს. სპორტული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს”- მიხეილ ყაველაშვილი

14:31; 17.02.2026
პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან

14:17; 17.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკი ახალ YouTube პროექტ “ფორმაში”-ს იწყებს

14:03; 17.02.2026
საზოგადოება

“უბედურება დამემართა, დავიღუპე…” – გრიშა ონიანი

13:30; 17.02.2026
საზოგადოება

“გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა” – რას ამბობს ნინო ქადაგიძე-ჟვანია პროკურატურის განცხადებაზე

13:20; 17.02.2026
სპორტი

ჩოხატაურელი გიორგი მეფარიშვილი საქართველოს ოცწლამდელთა ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა

12:48; 17.02.2026
საზოგადოება

ნიკო კვარაცხელიას დედა ბუსა ჟვანიას დედას მიმართავს

12:30; 17.02.2026
საზოგადოება

რას ითხოვენ სოფელ მშვიდობაურის მცხოვრებლები

11:43; 17.02.2026
საზოგადოება

ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!!” _ ნიკო კვარაცხელიას დედა

11:35; 17.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო