„მაესტროში“ თანხა არ ჩამიდია. უბრალოდ, მეგობარს ვასესხე. რაოდენობა „უცნობს“ ჰკითხეთ. ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც, თუ უნდა, უნდა თქვას „უცნობმა“. თანხა ვასესხე იმიტომ, რომ პროცენტით დამიბრუნებს. ეჭვიც არ მეპარება, რომ დამიბრუნებს, „უცნობი“ მეგობარია და თან ეს ბიზნესიცაა“, _ ამის შესახებ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ს ირაკლი რუხაძემ ექსკლუზიურად განუცხადა.
მისივე თქმით კოტე გოგელია „მაესტროს“ გაყიდვას კარგა ხანია, აპირებს, ამაში ხუთ მილიონ-ნახევარს ითხოვს, თუმცა გია გაჩეჩილაძე გაყიდვაზე არ თანხმდება.