ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯეიმს კლეპერმა სენატში მსოფლიო საფრთხეების შესახებ ანგარიში წარადგინა.
როგორც მან აღნიშნა, 2016 წლის არჩევნების წინ ეფექტური რუსული პროპაგანდისა და დასავლური ინტეგრაციის ნელი ტემპის გამო, თბილისმა შესაძლოა ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით სვლა შეაჩეროს.
"საქართველო რეფორმებს წარმატებით ახორციელებს, მაგრამ 2016 წლის არჩევნების წინ ეკონომიკური ცვლილებები მთავრობისთვის პოლიტიკური სისუსტის ნიშანია. ჩვენი შეფასებით, მოსკოვი თბილისზე ზეწოლას გაზრდის, რომ ევროკავშირთან და ნატოსთან ახალ ურთიერთობაზე უარი ათქმევინოს,"_ განაცხადა კლეპერმა.