მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე წუთის წინ ოზურგეთის თეატრალურ მოედანზე სიტყვით გამოვიდა.
ქვეყნის პირველმა პირმა გურიის განვითარების გეგმაზე და 2012 წელს რეგიონში გასახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტმა ოზურგეთის იუსტიციის სახლი გახსნა და ამ წუთებში ის ახალაშენებულ იუსტიციის სახლს ათვალიერებს.
ოზურგეთის თეატრალურ მოედანზე შეკრებილია უკლებლივ ყველა საჯარო მოხელე თუ კერძო ბიზნესში დასაქმებული მოქალაქეები, მათ შორის პედაგოგები და ექიმები.
აქვე იმყოფებიან მინისტრები და ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები.