შექმნილია აზრი, რომ ფრანგი ქალები მუდმივად ზრუნავენ თავიანთ აღნაგობაზე, რაც, ალბათ, ფრანგული კვების სისტემის განსაკუთრებულობიდან გამომდინარეობს.
თუ ფრანგი ქალის კვების რეჟიმს ორ კვირას მაინც გაუძლებთ, მინიმუმ 3-4 ზედმეტ კილოგრამს მოიშორებთ, მით უმეტეს, რომ ეს დიეტა საკმაოდ ადვილი შესასრულებელია:
დღეში 3-ჯერ ნებადართულია მიირთვათ მჭლე ლორი (100 გრამი), უცხიმო ყველის ნაირსახეობა, მოხარშული ხორცი უცხიმო სოუსით, სალათები და ხილი. მთავარია, დაიცვათ ორი პირობა: ყოველი პროდუქტი უნდა მიირთვათ ცალკე (ანუ, სხვადასხვა პროდუქტის ერთად ჭამა გამორიცხეთ) და არ გამოიყენოთ მარილი და სანელებლები, შაქარი – მით უმეტეს.
სამაგიეროდ, ამ დიეტას აქვს ერთი სასიამოვნო სიურპრიზი: უფლება გაქვთ, მიირთვათ დღეში 200 მილილიტრი შავი (ან წითელი) მშრალი ღვინო.