ოზურგეთში საქართველოს პრეზიდენტმა პროფესიული სასწავლებლის ნახვის დროს თქვა, რომ მას ბებია გურული ჰყავდა და ასევე, ისიც დასძინა, რომ გურიაში ყველაზე, ყველაზე გემრიელი ნახელავი აქვთ: _ ბებიაჩემი იყო გურული, წუწუნავა და მაგათ ნათესავებთან რომ მაქვს ნაჭამი საჭმელი, ეგეთი საჭმელი ცხოვრებაში არსად გამისინჯავს. ამ ხალხს აქვს ამის ნიჭი. სასტუმროებში, გარშემო რომ იხსნება, ვინ გააკეთებს გურულზე უკეთესად რამეს. აქ მსოფლიო მარტო იმიტომ ივლის, რომ ამათი გაკეთებული საჭმელები ნახოს, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ოზურგეთის პროფესიული გადამზადების ცენტრში სტუმრობისას.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved