გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, რომელიც გურიის სამხარეო ადმინისტრაციულ შენობაში მდებარეობს, მალე მისამართს შეიცვლის და ყოფილი პროკურატურის შენობაში გადავა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლებმა ეს ინფორმაცია დაადასტურეს და თქვეს, რომ ოფისის შეცვლა უახლოეს მომავალში მოხდება. ცვლილების მიზეზად ახლანდელი ოფისის არაპრაქტიკულობა სახელდება _ როგორც ისინი ამბობენ, მაღალჭერიანი და დარბაზის ტიპის ოთახებში მუშაობისთვის კომფორტული გარემოს შექმნა ნაკლებად მოსახერხებელია.