ცოტა ხნის წინ ბელგიურ რადიოსადგურ "რადიო კონტაქტის" დილის გადაცემის წამყვანმა მსოფლიოს პირველი ჩოგანი – ესპანელი რაფაელ ნადალი გააღვიძა, როდესაც დილაადრიან სასტუმროს ნომერში დაურეკა.
წამყვანი მას შემდეგ დააკავშირეს ჩოგბურთელის ნომერთან, რაც მან სასტუმროს თანამშრომელს განუცხადა, რომ ის რაფაელის დედაა და სასწრაფოდ უნდოდა შვილთან საუბარი.
გადაცემას, საიდანაც ნადალს დაურეკეს "დილა მშვიდობისა" ჰქვია.
წამყვანის შეკითხვაზე, ეძინა თუ არა ნადალს, ჩოგბურთელმა უპასუხა: "მე მეძინა, თქვენ მე გამაღვიძეთ".