იტალიური მასმედიის მტკიცებით, ქალაქ მილანის პროკურატურას ხელში ჩაუვარდა სილვიო ბერლუსკონის საყვარლების მიმოწერა, რომელშიც ქალები ერთმანეთს უზიარებდნენ აზრს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის სავარაუდო ვენერიული დაავადებების შესახებ.
კერძოდ, მოკლე ტექსტური შეტყობინებებიდან, ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთმა ქალბატონმა, თავის დროზე ბერლუსკონის გახმაურებული წვეულებების შემდეგ, შიდსზე ანალიზები ჩააბარა და მეორე უცნობ ქალბატონს გაუზიარა, რომ ამჯერად გადარჩა – მისი ლეიკოციტები ნორმაშია და შიდსი არ აქვს, რაზეც საპასუხო ესემესი მიიღო:
"მე მაინც გირჩევდი, თავი აარიდო მასთან სექსუალურ სიახლოვეს, რადგან, კაცი, რომელსაც თვეში 80-მდე ქალთან სძინავს, არავინ იცის, რით შეიძლება დასნეულდეს".
გარდა ამ მიმოწერისა, მილანის პროკურატურას აქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ თავის საყვარლებს სილვიო ბერლუსკონი ძვირად ღირებულ საჩუქრებს უკეთებდა, მაგალითად, 13 ლამაზმანს ავტომობილები აჩუქა, რაშიც, სავარაუდოდ, 230 ათასი ევრო გადაიხადა.