პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საჯარო რეესტრის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების კომენტირებისას აღნიშნა, რომ მიწის არცერთ მფლობელს არ ჩამოერთმევა კუთვნილი ფართობები, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მიწა დარეგისტრირებული არ აქვს.
გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი დანიშნულების ადგილამდე არასწორად იყო მიტანილი.
"მეტი კომუნიკაცია გვექნება და რა თქმა უნდა არავითარ შემთხვევაში ეს არ იქნება ის, რომ ვინმეს ის მიწა ჩამოერთვას, რომელიც კანონიერად ჰქონდა. ან დავუშვათ, თუ არსებობს იურიდიული საფუძველი, რომ მიწა ამა თუ იმ მფლობელს საკუთრებაში გაუფორმდეს, ჩვენ ყველა ასეთ შესაძლებლობას ძალიან ყურადღებით მოვეკიდებით", – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა
ამავე თემაზე: მოსახლეობას ექნება შიში, რომ მთავრობა მიწებს წაართმევს – "თავისუფალი დემოკრატების" ინიციატივა მთავრობას
მიწის რეფორმის პროექტი ფაქტობრივად გაკულაკებას ითვალისწინებს"

































































