BBC-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი წამყვანი კანდიდატია, თუმცა ბარაქ ობამას განცხადებით, ის პრეზიდენტი ვერ გახდება.
"მჯერა, რომ ტრამპი პრეზიდენტი ვერ გახდება, რადგან ამერიკელ ხალხს ვენდობი,"_განაცხადა ობამამ.
როგორც მან აღნიშნა, ამერიკელი ხალხი აცნობიერებს, რომ პრეზიდენტობა სერიოზული საქმეა.
"ისინი აცნობიერებენ, რომ პრეზიდენტობა სერიოზული საქმეა და არა თოქ-შოუს ან რეალითი შოუს წაყვანა,"_აცხადებს ობამა.
მაუწყებლის ცნობით, ობამას განცხადებას ტრამპი გამოეხმაურა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, კრიტიკა პრეზიდენტისგან, რომელმაც ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა მისთვის კომპლიმენტია.

































































