ჩინეთის მიერ კუნძულ ვუდზე სარაკეტო სისტემის განლაგების გამო ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა, სატელიტური სურათები იმის დასადასტურებლად გავრცელდა,რომ ჩინეთს კუნძულ ვუდზე საზენიტო რაკეტები აქვს განლაგებული.
როგორც ცნობილია, კუნძულზე რაკეტების განლაგებამ შესაძლოა ჩინეთს, ტაივანსა და ვიეტნამს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბოს.
"ეს ამტკიცებს, რომ სარაკეტო სისტემის განთავსება არ არის მილიტარიზაციის ზრდა, არამედ სერიოზული შეშფოთების მიზეზია,"_აცხადებს ჯონ კერი.
როგორც ცნობილია, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი სარაკეტო სისტემის განთავსებას უარყოფს და დასავლურ მედიას მის გამოგონებას აბრალებს.
ამავე თემაზე:
































































