1975 წლის შემდეგ ევროვიზიის კონკურსის ხმის მისაცემ წესებში ყველაზე დიდი ცვლილებები შევიდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, გასულ წლებში ჟიური და მაყურებელი ხმას ერთობლივად აძლევდა, წელს კი თითოეული ჟიურის წევრი ხმას პირველი მისცემს, შემდეგ კი მაყურებლების ხმებს შეერწყმება და ბოლოს შედეგი ისე გამოცხადდება.
როგორც ცნობილია, გასულ წლებში გამარჯვებულის ვინაობა კენჭისყრის დასულებამდე 20 წუთით ადრე უკვე ცნობილი იყო, ახლა კი მისი ვინაობა მხოლოდ კონკურსის ბოლოს გახდება ცნობილი.
"დრამატული დასასრული შევქმენით და გამარჯვებული მხოლოდ ბოლოს გამოვლინდება,"_აცხადებენ ორგანიზატორები.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის აღმასრულებელი ხელმძღვანელის ჯონ ოლა სანდის განცხადებით, ახალი სისტემა წინგადადგმული ნაბიჯია.
"ხმის მიცემის ახალი სისტემა როგორც სატელევიზიო შოუს, ასევე კონკურსს უფრო საინტერესოს გახდის,"_განაცხადა კონკურსის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი სისტემის პრეზენტაცია სტოკჰოლმში მოხდება, სადაც ასევე 1975 წელს ცნობილი სისტემა დაინერგა.
როგორც ცნობილია, ევროვიზიის კონკურსი 2016 წლის 14 მაისს სტოკჰოლმში გაიმართება.







































































