36 საათის შემდეგ ალიგატორებით დასახლებული ჭაობიდან 5 ადამიანი გადაარჩინეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამაზონის ტყეში პატარა თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა.
გადარჩენილები, 3 ქალი, 1 ბავშვი და პილოტი თავს კარგად გრძნობენ.
სამძებრო-სამაშველო ღონისძიება მას შემდეგ დაიწყო რაც თვითმფრინავი ცენტრალურ ბოლივიაში, ბენის დეპარტამენტის რადარიდან გაუჩინარდა. თვითმფრინავის პოვნა მეთევზეებმა შეძლეს.
პილოტმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ძრავის გაუმართაობის გამო თვითმფრინავის მდინარე იტანომასთან ახლოს საგანგებო დაშვება მოხდა ჩრდილოეთ ბოლივიიდან ტრინიდადის ქალაქ ბაურესში ფრენის დროს.
ანდრეს ველარდემ განაცხადა, რომ თვითმფრინავმა მოულოდნელად დაიწყო სიმაღლის დაკლება და ის იძულებული გახდა თვითმფრინავი ლაგუნასთან ახლოს ჭაობში დაესვა.
ბორტზე მყოფი ხუთი ადამიანი თვითმფრინავის თავზე იდგა და „ალიგატორებით იყვნენ გარშემორტყმულნი, რომლებიც ჩვენგან სამი მეტრის რადიუსში მოდიოდნენ“.
ველარდემ დასძინა, რომ მისი აზრით, თვითმფრინავიდან გაჟონილმა ბენზინმა მტაცებლები შეაჩერა.






























































